“ამ კვლევითაც დადასტურდა ის დეზინფორმაციული კოორდინირებული შტორმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა ამ თვეების განმავლობაში” – პაპუაშვილი

“ამ კვლევითაც დადასტურდა ის დეზინფორმაციული კოორდინირებული შტორმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა ამ თვეების განმავლობაში, სადაც არა მარტო „ენჯეოები“, მათი დონორებიც იყვნენ ჩართულები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომელიც არასამთავრობო სექტორსა და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობას შეეხება.

“ვნახეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ ვიცით, თანამშრომლები ვინ არიან. 7-კომპონენტიანი კითხვარი დაკმაყოფილებული აქვს მხოლოდ 8 ორგანიზაციას 474 ორგანიზაციიდან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სინამდვილეში პრობლემა მათ ამ კანონთან იმ მხრივ კი არ ჰქონდათ, რომ თითქოს ხდება სტიგმატიზაცია, სინამდვილეში მათაც და მათ დონორებსაც აქვთ პრობლემა, რომ არ გასაჯაროვდეს ფინანსები სად მიედინება, რა საქმეში და რაში იხარჯება”, – განმარტა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები