ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, ნატოს სამიტს სალამს უგზავნის, თითქოს, რაიმე განმარტება იყო საჭირო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას ახლა ყველა შესაძლო მხარდაჭერა და მომავალში უსაფრთხოების რეალური გარანტიები“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
რამდენიმე საათის წინ რუსმა ოკუპანტებმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები. ამასთან, ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ მოქალაქეებს.
დღის მანძილზე, რუსეთის ინტენსიური საჰაერო შეტევის შედეგად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.