ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი საკუთარ კლუბებში გაემგზავრა

საქართველოში გამართული საზეიმო ღონისძიების შემდეგ, ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, საკუთარ კლუბებში გაემგზავრა.

“უბედნიერესები ვართ. იქ რომ ვიყავით, ვერ აღვიქვამდით, რამდენად ბედნიერი და გახარებული იყო ერი აქ. აეროპორტიდან რომ ვნახეთ, როგორი ბედნიერები იყვნენ ბებიები და ბაბუები. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ბევრი ვიწვალეთ”, – აღნიშნავს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქვილითაია.

ეროვნული ნაკრები სამშობლოში გუშინ დაბრუნდა. ქართველები ევროპის ჩემპიონატს სამგზის ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდგომ გამოეთიშნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები