გელათის სამონასტრო კომპლექსი 15 აგვისტომდე დაიკეტა

დღეიდან, 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი იკეტება. მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის “ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში” და ვიზიტორთა უსაფრთხოებისთვის კომპლექსი დროებით იკეტება, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

ჩაკეტილია სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზაც. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს და ისინი გზაზე გადაადგილების საშუალებას მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები