“პოლიტიკურ პარტიებს  მივეცით საკმაოდ სოლიდური საბიუჯეტო დაფინანსება, ასევე, დავწიეთ ბარიერი, რომ პოლიტიკური პარტიები შესულიყვნენ პარლამენტში” – თალაკვაძე

“შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს აქვს მრავალპარტიული პარლამენტი, თუმცა, ეს ოპოზიცია არ დადის სხდომებზე და არ უნდა, რომ იყოს ნამდვილი ოპოზიცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

“პოლიტიკურ პარტიებს ჩვენ მივეცით საკმაოდ სოლიდური საბიუჯეტო დაფინანსება, ასევე, დავწიეთ ბარიერი, რომ პოლიტიკური პარტიები შესულიყვნენ პარლამენტში და საქართველოს ჰქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა არაერთ დემოკრატიულ არჩევნებში, მათ რეალურად არ აქვთ იმედი, რომ რაიმე შედეგს აჩვენებენ და ექნებათ წარმატებული მცდელობა როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ არჩევნებით, ამიტომ აირჩიეს ანტიდემოკრატიული გზა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები