“2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროსაბჭოშივე მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც საკუთარი ქვეყანა და ჯარი ომის დაწყებაში დაადანაშაულეს” – თალაკვაძე რადიკალურ ოპოზიციაზე

“2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროსაბჭოშივე მოაწერეს ხელი ისეთ რეზოლუციას, სადაც საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ჯარი ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. ახლა უკვე ევროპის საბჭოს მიმართეს, რომ საქართველოს 25-წლიანი წევრობა, თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან, შეიზღუდოს საკუთარი ქვეყნისთვის. წარმოიდგინეთ, მოითხოვეს, წევრობისა და უფლებამოსილების შეზღუდვა ევროპის ოჯახში, ევროპულ საბჭოში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ “დღის ქრონიკაში”, რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა.

“ეს არის ლოგიკური გაგრძელება და იგივე ამორალური პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ეს პარტია, სადაც ფულს იხდიდნენ საქართველოს ევროპული მომავლის დაბლოკვაში, სადაც ფულს იხდიდნენ, რომ საქართველო მთელი მსოფლიოსთვის წარმოეჩინათ, თითქოს ქვეყანა დაშორდა ევროპას და თითქოს, ქვეყანამ უკან დაიხია პროგრესიდან. ამის შემდეგ რაღა უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ ეს ნამდვილად იყო ერთი შავი დღე და კიდევ ერთი შავი ლაქა ამ პარტიის ბიოგრაფიაში. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა არჩევნებში ამას ზუსტი და სათანადო შეფასება მისცენ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები