META-ს ევროპაში “ციფრული კონკურენციის” ახალი წესის დარღვევაში ადანაშაულებენ

ევროკომისია META-ს “ციფრული კონკურენციის შესახებ” ახალი რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებს.

ევროკავშირში მოქმედი ახალი რეგულაციის მიხედვით, Meta-მ ჯერ თანხმობა უნდა მიიღოს მომხმარებლისგან, სანამ მას ინდივიდუალურ მონაცემებსა და ციფრულ აქტივობაზე მორგებულ რეკლამას შესთავაზებს.

ევროკომისიის განცხადებით, მათი წინასწარი გამოძიებით დგინდება, რომ Meta-ს სარეკლამო მოდელი “გადაიხადე ან დათანხმდი” არღვევს 27 ქვეყანაში მოქმედ კანონს “ციფრული კონკურენციის შესახებ”. ევროკომისია მიიჩნევს, რომ Meta-ს ახალი მოდელი არღვევს მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის უფლებას საკუთარი პერსონალური მონაცემების დამუშავების და მისთვის პერსონალიზებული რეკლამის შეთავაზების შესახებ.

კომპანიას შეიძლება დაეკისროს ჯარიმები მისი წლიური შემოსავლის 10%-ის ოდენობით, რამაც შეიძლება მილიონობით ევრო შეადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები