ვოლსკი: ნურმაგომედოვი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია და ფოტო უამრავ ადამიანთან აქვს გადაღებული – კობახიძე და კალაძე არ გამოირჩევიან რაიმე განსაკუთრებულობით იმ პირთა შორის, ვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონი შეხვედრია

„ალბათ, სპორტული მიღწევებია თემა, რაზეც მათ ისაუბრეს, თუმცა, ალბათ ირაკლი კობახიძე ან კახა კალაძე დაადასტურებს, რა თემაზე შეიძლება ელაპარაკათ ადამიანთან, რომელიც ჩემპიონია სპორტში – ბრძოლა წესების გარეშე”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი პრემიერმინისტრის, თბილისის მერისა და “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის UFC-ის მებრძოლთან, დაღესტნელ სპორტსმენ ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრას.

“თუ ფოტოებითა და ვიდეო ჩანაწერებით ვიმსჯელებთ, მისი ურთიერთობების წრე გაცილებით უფრო ფართოა, რაც რაიმე პოლიტიკურ ინსინუაციებს არ ეხება.

ეს სპორტსმენი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია, მას ფოტო უამრავ ადამიანთან აქვს გადაღებული – ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე არ გამოირჩევიან რაიმე განსაკუთრებულობით იმ პირთა შორის, ვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონი შეხვედრია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები