რატი იონათამიშვილი: ამნისტიასთან მიმართებაში არჩევნებს არანაირი აზრი არ აქვს, ის მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება

ამნისტია ჰუმანური აქტია, ამიტომ მისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება უხერხულია. ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს და წინასწარ არაფერს ვიტყვით, ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რაც პატიმართა რაოდენობის თვალსაზრისით საქართველოს გაუთანაბრებს საუკეთესო ევროპულ სტანდარტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მიუღებელია.

„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, ამნისტიის თაობაზე სპეკულაციები მიუღებელია. ოპოზიციას რომ ჰკითხოთ, გამოვა, რომ საქმე საერთოდ არ უნდა აკეთო, რადგან ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებასთან არის დაკავშირებული და ამ დროს ისინი ამბობენ, რომ ამას პოლიტიკური მოტივი გააჩნია. ისინი ყველაფერს საკუთარი ინტერესებით საზღვრავენ და არა სახელმწიფოსი. ჩვენ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ და ამნისტიასთან მიმართებაში არჩევნებს არანაირი აზრი არ აქვს. ის მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები