რატი იონათამიშვილი – „ნაცმოძრაობა“ დეზინფორმაციის გავრცელებას არ ეშვება, სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარი არის სტრასბურგის სასამართლოს და კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარი სტრასბურგის სასამართლოს და კანონის უზენაესობის შეურაცხყოფაა.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ დეზინფორმაციის გავრცელებას არ ეშვება, დეზინფორმაცია მათი სამარკო ნიშანია. მაშინ, როცა არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც ცალსახად არის ნათქვამი, რომ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, მის პოლიტპატიმრობაზე საუბარი შეურაცხყოფაა როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ასევე კანონის უზენაესობის. ამ ადამიანებს მოუწევთ იმ ტვირთით სიარული, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მთავარ ევროპულ ღირებულებას – სტრასბურგის სასამართლოს. ისინი არიან კანონის უზენაესობის მტრები. მათი მიზანია საქართველოს დაზიანება და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მხოლოდ საკუთარ თავებს აზიანებენ. მათი სიცრუის გამოა, რომ ამომრჩეველს ყოველდღე კარგავენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები