მაჭარაშვილი – გახარიაზე: მას არანაირი პოლიტიკური განცხადება არ შეუძლია, გააკეთოს, რომელიც აწევს მის პოლიტიკურ წონას და გადავიდა ჭორაობაზე

“მას არანაირი პოლიტიკური განცხადება არ შეუძლია, გააკეთოს ისეთი, რომელიც აწევს მის პოლიტიკურ წონას და გადავიდა ჭორაობაზე”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

“მას ვურჩევ, რომ ამ ჭორიკნობას დაანებოს თავი და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას, არ არის მისი საქმე. ხომ დაინახა, რომ მისი საქმე არ არის პოლიტიკა. ამ ჭორაობაზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაგვყავს და ამაში ხელს გვიწყობს ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ “ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის წარმომადგენელი შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები