“პატივი სცენ ჯერ ქართველი ხალხის, შემდეგ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ისე გააკეთონ განცხადება სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე” – მაჭარაშვილი

“სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე ვინც საუბრობს, ჯერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადახედოს, სადაც პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილს აბსოლუტურად სამართლიანად, სწორად აქვს მისჯილი სასჯელი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

“ასევე, წერია, რომ ის სიმულიანტობდა და იტყუებოდა, თითქოს აწამებდნენ. სულ მცირე, პატივი სცენ ჯერ ქართველი ხალხის, შემდეგ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ისე გააკეთონ განცხადება სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე. როგორც ჩანს, ბოკუჩავა მიხვდა, რომ ცუდ დღეშია და სლოგანი – ხაბეს წასვლა ბოკუჩავას მოსვლით უნდა გადაეტანათ – არ მუშაობს და ახლა ბელადების რესურსებს ებღაუჭება, რაც არ გამოუვა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები