„ნაპოლის“ პრეზიდენტი: ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

შესაბამისი განცხადება დე ლაურენტისმა კლუბის ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს წარსადგენად მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როდესაც ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„კვარასთან არანაირი პრობლემა არ არის, რადგან კონტრაქტი გვაქვს. ჩვენ შევთავაზებთ ახალ კონტრაქტს, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ“, – დასძინა დე ლაურენტისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები