ბექა ოდიშარია: ოპოზიციის ბოიკოტი ემსახურება იმას, რომ რამენაირად თავიანთი პოზიცია არ დააფიქსირონ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები ბოიკოტის გზით, გარკვეულ საკითხებზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავის არიდებას ცდილობენ.

„მარგინალური ოპოზიცია რომ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმშია და ამას ხან ბოიკოტს არქმევს, ხან მივლინებას და ხან მოგზაურობას საქართველოს გარშემო, ეს არახალია. ადამიანები, რომლებიც 7-8 თვის განმავლობაში პარლამენტში არ შემოდიოდნენ, შემდეგ შემობრძანდნენ და არაფრით არიან დაკავებულები გარდა მავნებლობისა, დესტრუქციისა და მოსახლეობის დეზინფორმაციისა, ახლა საქართველოს კუთხეებში დაიარებიან. რა ანგარიშს აბარებენ? ძალიან მინდა ვკითხო, რა გააკეთეს? ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რამენაირად თავიანთი პოზიცია არ დააფიქსირონ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ეხება საზოგადოებას და ზოგადად, საქართველოს სუვერენულ და დემოკრატიულ განვითარებას“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები