თამთა მეგრელიშვილი: პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, ეს ღია შურისძიებაა მმართველ გუნდზე, მაგრამ მას ავიწყდება, რომ ხალხმა სწორედ მმართველი ძალის ხათრით აირჩია
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.