“მირჩევნია, მე დავსანქცირდე, ვიდრე შემდეგ ის ტრაგედიები, რაც უკრაინაში ხდება, ჩემმა ქვეყანამ გადაიტანოს” – ზარქუა

“ჩვენ მზად ვართ სანქციებისთვის. მირჩევნია, მე დავსანქცირდე, ვიდრე შემდეგ ის ტრაგედიები, რაც უკრაინაში ხდება, ჩემმა ქვეყანამ გადაიტანოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

“არჩევანია აქ მარტივია და მთელი გუნდი, უყოყმანოდ, მზად ვიყავით ამისთვის. უსაგნო და უარგუმენტო სანქციები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მსოფლიოში ცვლილებებია საჭირო, რათა რაღაც გადატვირთვა მოხდეს. არ შეიძლება ასე და ეს ლიბერალური ფაშიზმი, რაც არის გამეფებული მსოფლიოში, დიდხანს ვერ გასტანს”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები