ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინას ნებას არ რთავს, ამერიკული იარაღი მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმებისთვის გამოიყენოს

აშშ უკრაინას ნებას არ რთავს, ამერიკული იარაღი მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმებისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ტელეკომპანია ABC- სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ასეთი იარაღის გამოყენება ნებადართულია რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, საიდანაც რუსული შეიარაღება უკრაინაში კონკრეტულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენება. რუსეთში 200 მილის სიღრმეში, ასევე, მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმების განხორციელებაზე ნებას არ ვრთავთ“ – განმარტა ბაიდენმა.

ამასთან, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ ისაუბრა, აშფოთებს თუ არა პუტინის განცხადება, რომ უკრაინისთვის მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდება რუსეთის ტერიტორიებზე სამიზნეებზე გამოსაყენებლად, ომში პირდაპირ მონაწილეობას გულისხმობს:

„მას 40 წელზე მეტია, ვიცნობ. უკვე 40 წელია, მაშფოთებს. ის წესიერი ადამიანი არ არის, დიქტატორია და მთელი ძალით ცდილობს, თავისი ქვეყნის შენარჩუნებას და ამასთან, განაგრძობს შეტევებს. არ ვსაუბრობთ, მათთვის იარაღის მიცემაზე მოსკოვზე, კრემლზე დასარტყმელად, მხოლოდ საზღვრის იმ მხარეს, საიდანაც უკრაინაში შეჭრისა და უკრაინელების მკვლელობისთვის შეიარაღებას იყენებენ“ – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები