გერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი შტეფან გებეშტრაიტი ავრცელებს.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინას აქვს უფლება, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან“, – აღნიშნა გებერშტრაიტმა.
შეგახსენებთ, აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, სათითაოდ ამსუბუქებს შეზღუდვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად შეუძლია კიევს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენება რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად.