ალექსანდრე რაქვიაშვილი: პრეზიდენტი ინიციატივით, ფაქტობრივად, ამბობს, მე დავნიშნავ მთავრობას, პარლამენტარები კი, უბრალოდ, მწვანეს დააჭერთ – ასეთი პარლამენტარიზმი არ მესმის

პრეზიდენტი ინიციატივით, ფაქტობრივად, ამბობს, მე დავნიშნავ მთავრობას, თქვენ, პარლამენტარები კი, უბრალოდ, მწვანეს დააჭერთ. ასეთი პარლამენტარიზმი არ მესმის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ანუ, მომავალმა პარლამენტარმა თავის თავს უფლება უნდა წაართვას, აირჩიოს მთავრობა. ან საერთოდ, ვინ აგებს პასუხს ამ მთავრობაზე? ეს პრეზიდენტი მერე წავა, რადგან ვადა უმთავრდება და დაგვრჩება მთავრობა, რომელზეც არავინ არ არის პასუხისმგებელი? ასე ხომ სრული აბსურდული ვითარება შეიძლება შეიქმნას? ეს ინიციატივა თავისთავად არაკონსტიტუციურია, მაგრამ დავუშვათ, კარგი იდეა რომ იყოს, იტყვი, კონსტიტუციაში შევცვალოთო. იქ რამდენიმე პუნქტი ისედაც ითხოვს შეცვლას, მაგრამ, სულ მცირე, იდეა მაინც ხომ უნდა იყოს კარგი? საერთოდ არ მივიჩნევ, რომ პოლიტიკოსები რაღაც ცუდი ხალხია, ისეთი ცუდი, რომ მთავრობა არ უნდა ვანდოთ, პარლამენტში მარტო იმიტომ უნდა შევიყვანოთ, რომ ღილაკებს დააჭირონ და რაც მთავარია, შემდეგ უნდა გავუშვათ, ერთ წელიწადში. ეს არ მესმის. მაშინ, უბრალოდ, პრეზიდენტმა მართოს ქვეყანა, თუ პარლამენტარები არ სჭირდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები