ჩინეთის ელჩი: ანაკლიის პროექტში მონაწილე კომპანია ერთ-ერთი უძლიერესია და მის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები ავრცელებენ

საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტში მონაწილე კომპანია ერთ-ერთი უძლიერესია და ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები ავრცელებენ.

ელჩის თქმით, ამ კომპანიის მიმართ სანქციები არ არსებობს.

„თუ შეხედავთ დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ავრცელებენ ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები, ნახავთ, რატომ ვრცელდება ასეთი დეზინფორმაცია. თუ გაიხსენებთ რამდენიმე წლის წინ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირველ ტენდერს და რა მოხდა მაშინ, მიხვდებით, რატომ ვრცელდება კვლავ ასეთი დეზინფორმაცია“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები