ქადაგიშვილი – ანაკლიის ნავსადგურის პროექტზე: ეს იქნება ათასობით ადამიანის დასაქმების საშუალება
“ჩინური კომპანიის მონაცემები შეესატყვისება ტენდერის პირობებსა და ყველა იმ დაზუსტებას, რაც მთავრობამ მოითხოვა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“ეს იქნება, პირველ ყოვლისა, როგორც ჩვენი გეოპოლიტიკური უსაფრთხოების კიდევ უფრო გამაძლიერებელი, ამავდროულად, დიდი სტიმული ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს იმიტომ, რომ ამას თან მოჰყვება მთელი რიგი, თანმდევი, ლოჯისტიკური თუ სხვა ინფრასტრუქტურული და დამხმარე ხასიათის პროექტები. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ეს იქნება ათასობით ადამიანის დასაქმების საშუალება”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებულია – „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში” საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა.