რატი იონათამიშვილი: საკითხები, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგაა მიმართული, არის რუსული ჰიბრიდული ძალის გამჟღავნება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან

საკითხები, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგაა მიმართული, არის რუსული ჰიბრიდული ძალის გამჟღავნება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა დააზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას, რაც რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია.

„არ მიმაჩნია მიზანშეწონილი იყოს, რომ ამ საკითხზე ჩვენ შევიდეთ პროცედურულ განხილვებში. კონსტიტუციას რომ პატივს არ სცემს ზურაბიშვილი და წარმოდგენაც არ აქვს, ეს გასაგებია, ბევრიც ითქვა, ბევრიც ვთქვი, ამიტომ ამის განმეორებას აზრი არ აქვს.

სხვა საკითხზეა ყურადღება გასამახვილებელი – ამ ადამიანს როგორი დამოკიდებულება აქვს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ნებისმიერი, მსგავსი საკითხები, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული, არის რუსული ჰიბრიდული ძალის გამჟღავნება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ვინაიდან, ეს არის ის ძალები, რომელთაც არ აინტერესებთ ქვეყანა და მტრობენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და იმ გზას, რომელსაც მტკიცედ და ღირსებით მივყვებით – ევროინტეგრაციის გზას და რომლის მნიშვნელოვან შედეგებს დავპირდით ჩვენს ქვეყანას და, დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის, მივაღწევთ. ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი არის სალომე ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი, ვინც მას ამ ფერხულში აჰყვება, ცხადია, ის იქნება საქართველოს წინააღმდეგ – ფაქტობრივად, გააფორმებს ღალატს, მაგრამ ამ ადამიანებისგან ეს არ გვიკვირს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები