შალვა პაპუაშვილი: საინტერესოა, დონორების რეაქცია რა იქნება, წააქეზებენ ისინი თუ არა, რომ მათმა ორგანიზაციებმა დაარღვიონ მასპინძელი ქვეყნის კანონები

გასაგებია, რომ მათი მხრიდან რაღაც განცხადებები არის, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, როდესაც ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაემორჩილონ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე არასამთავრობო ორგანიზაციების უარს, რომ ისინი რეგისტრაციას არ გაივლიან.

მისი თქმით, მათი რეაქციები გასაგებია, მაგრამ საინტერესოა მათი დონორების რეაქცია რა იქნება, წააქეზებენ, ხელს შეუწყობენ ისინი თუ არა, რომ მათმა ორგანიზაციებმა დაარღვიონ მასპინძელი ქვეყნის კანონები.

„გასაგებია, რომ მათი მხრიდან რაღაც განცხადებები არის, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, როდესაც ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაემორჩილონ კანონს. აქ მათი რეაქციები გასაგებია, მაგრამ საინტერესოა მათი დონორების რეაქცია რა იქნება, წააქეზებენ, ხელს შეუწყობენ ისინი თუ არა, რომ მათმა ორგანიზაციებმა დაარღვიონ მასპინძელი ქვეყნის კანონები.

დონორები ასე თუ უყურებენ, რომ უცხო ქვეყანაში შეხვალ, ფულს დახარჯავ, შენი ორგანიზაციები შემდეგ კანონს დაარღვევენ და შენ უცხო ქვეყანაში ხარ ბატონ-პატრონი, მგონი არასწორი მიდგომაა ეს. მინდა აქვე აღვნიშნო, ეს ეწინააღმდეგება ყველანაირად ევროპულ ღირებულებებს. ევროპელები უცხო ქვეყანაში არ შედიან და იმ ქვეყანაში, იმ ქვეყნის მოქალაქეების დაუკითხავად მათ ცხოვრებას არ აწესრიგებენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები