შალვა პაპუაშვილი – „ენჯეოებზე“: შეეძლოთ იქვე ეთქვათ, რომ არ დავრეგისტრირდებით, მაგრამ ჩვენივე ნებით ჩვენს ვებგვერდებზე ანგარიშებს გამოვაქვეყნებთ – თვითონ რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას?

აიღონ რამე საერთაშორისო სტანდარტები გამოქვეყნების და გამოაქვეყნონ თვითონ, რატომ არ აკეთებენ? თვითონ რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე არასამთავრობო ორგანიზაციების უარს, რომ ისინი რეგისტრაციას არ გაივლიან.

როგორც მან აღნიშნა, ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში ქართველი ხალხისთვის დასამალი აქვთ ბევრი და ასევე, აღმოჩნდება ბევრი რამ, რასაც ზოგიერთი ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად აკეთებს.

„უპირველეს ყოვლისა, ახლა ვნახეთ უკვე, კიდევ ერთხელ, ოფიციალური უარი ზოგიერთი „ენჯეოსი“, რომ ქართულ საზოგადოებას ჩააბარონ ანგარიში. სხვათა შორის, თქვენ დააკვირდით ხომ? ორასმა მგონი განაცხადა ხომ, რომ არ დავრეგისტრირდებითო? ხომ შეეძლოთ იქვე ეთქვათ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით, მაგრამ ჩვენივე ნებით ჩვენს ვებგვერდებზე ჩვენს ანგარიშებს გამოვაქვეყნებთ. აი, თქვან. თავისით გააკეთონ. თქვან, რომ ჩვენ იმ წესებით არ ვიქნებით, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ არაფერს ვმალავთ, გამოვაქვეყნებთ დეტალურად ვისგან რა ფულს ვიღებთ და რა ფულს ვხარჯავთ. აიღონ რამე საერთაშორისო სტანდარტები გამოქვეყნების და გამოაქვეყნონ თვითონ, რატომ არ აკეთებენ?! თვითონ რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას?! ეს ხომ აჩვენებს, რომ სინამდვილეში დასამალი აქვთ ბევრი ქართველი ხალხისთვის, იმიტომ, რომ აღმოჩნდება ბევრი რამ, რასაც ზოგიერთი ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად აკეთებს.

რაც შეეხება პროცედურებს, მას შემდეგ რაც კანონი გამოქვეყნდება, უპირველეს ყოვლისა შესაქმნელია პორტალი, ასე ვთქვათ, სადაც მოხდება შემდეგ დარეგისტრირება ორგანიზაციების ელექტრონული მომსახურების სახით. ამავე დროს, ფორმები იქნება შემუშავებული რეგისტრაციისთვის და გასაჯაროებისთვის და დაახლოებით სექტემბერში დადგება ვალდებულება, რომ ორგანიზაციებმა მიმართონ რეგისტრაციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები