“ცხრაპუნქტიანი დათქმა არის ის გეზი და გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით” – მათიკაშვილი
“ცხრაპუნქტიანი დათქმა არის ის გეზი და გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით”, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.
“დღესაც პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი კანონები, შექმნა მთელი რიგი საკანონმდებლო სივრცე სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი საშინაო დავალება, რომელიც ამ დათქმიდან გამომდინარეობს, შევასრულოთ და აღვასრულოთ მაღალი ხარისხით. ამას აკეთებს ქართული მხარე და ამ გზით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვუმტკიცებთ, რომ ჩვენი გზა არის უცვლელი და ის მიემართება ევროპისკენ”, – განაცხადა მათიკაშვილმა.