„ჩვენ ქართველი ხალხის მეგობრები ვართ, მტკივნეულია ის უთანხმოება და დაყოფა, რასაც აქ ვხედავთ“ – ისრაელის ელჩი საქართველოში

„ჩვენ ქართველი ხალხის მეგობრები ვართ, სრულიად ქართველი ხალხის. ნამდვილად მტკივნეულია ის უთანხმოება და დაყოფა, რასაც აქ ვხედავთ ბოლო რამდენიმე კვირის, თვის განმავლობაში. მე თავად მოვდივარ ქვეყნიდან, სადაც შიდა დავები და მწვავე უთანხმოებები უცხო არ არის“, – ამის შესახებ ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი აცხადებს.

ელჩი იმედოვნებს, რომ მოიძებნება გზა, რათა საქართველომ აისრულოს ევროატლანტიკური მისწრაფებები.

„ვფიქრობ, ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მე ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გსურთ, გავლენა მოახდინოთ თქვენს ქვეყანაზე, თქვენს სახელმწიფოზე, აწმყოსა და მომავალზე, არჩევნებზე ხმის მიცემა ამის გაკეთების ყველაზე კარგი საშუალება. საბოლოოდ, არჩევნები არ არის ერთადერთი რამ, რასაც დემოკრატიული ქვეყანა გულისხმობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდწილად, რაც ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნად გვაქცევს, ეს არის არჩევნები, დღე, როდესაც ხალხის ნება ძალიან მკაფიოდ უნდა აისახოს. ვფიქრობ, ჩემი რჩევაა, ხალხმა ხმა მისცეს. თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, მიეცით ხმა“, – აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები