სამანტა პაუერი: ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლისაკენ მისწრაფებების გვერდით
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ის ქართველი ხალხის მხარეს დგას.
“საქართველოს პარლამენტი, “უცხოური გავლენის” კანონპროექტის მიღებით, რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აშშ-სთან ორმხრივ თანამშრომლობას.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლისაკენ მისწრაფებების გვერდით”, – წერს სამანტა პაუერი X-ზე.