„ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიაზრებდა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად, მოიხადოს ბოდიში“ – პაპუაშვილი
„ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიაზრებდა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად, მოიხადოს ბოდიში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათვე უნდა მოშალონ რეზოლუციებიდან ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ევროპარლამენტში და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებს აკადრეს.
„ის აქტორები, რომლებიც თავის დროზე მას ლამის პოლიტპატიმრად მოიხსენებდნენ და მის გამოშვებას წინაპირობად აყენებდნენ კანდიდატის სტატუსისთვის, იგივე სახეებს ვისაც დღეს ხედავთ განცხადებებში, ჰქონდათ 2-წლიანი შტურმი საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის ტვინების წინააღმდეგ, რომ დაერწმუნებინათ ქართველი ხალხი, რომ მიხეილ სააკაშვილს ვიღაც წამლავდა და კლავდა ციხეში, რომ ეს იყო წითელი ხაზი და ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. ეს ევროპა მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად აღიქვამდა და გვეუბნებოდა, რომ ის პოლიტპატიმარია. ამ ევროპამ ერთი ბოდიში მოუხადა ქართველ ხალხს რომ ორი წელი ატყუებდნენ ხალხს თითქოს მიხეილ სააკაშვილს ვიღაცა წამლავს? თავი გაიგიჟა ზოგიერთმა ელჩმა, რომ აქ პოლონელი ექიმები ჩამოსულიყვნენ, ახდენენ ხელისუფლებაზე ზეწოლას. ჩამოვიდნენ ექიმები და ლამის სპეცსამსახურების სპეცოპერაცია მოაწყვეს და წინდით გაჰქონდათ ნიმუშები. ამ ევროპამ, რომელიც ქართველ ხალხზე დეზინფორმაციული შტურმი ჰქონდა, გამოვიდეს და ხალხს ბოდიში მოუხადოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.