„საქართველო შედგა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ეს დაინახა მთელმა მსოფლიომ“ – გურამ მაჭარაშვილი 

„საქართველო შედგა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ეს დაინახა მთელმა მსოფლიომ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„ეს უკვე ჩანს ჩვენი პარტნიორების მესიჯებშიც, როდესაც ისინი უკვე ამბობენ, რომ ახლა ოპოზიცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. მე ყველას ვარწმუნებ, რომ საქართველომ, ამ პატარა ქვეყანამ, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფომ, შეძლო და, მიუხედავად ასეთი დიდი, უსამართლო ზეწოლისა, მაინც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც დაედება საფუძვლად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები