„ამ კანონს აქვს შემდეგი მიზანი – გამჭვირვალობა და გამჭვირვალობიდან გამომდინარე ქვეყნის სუვერენიტეტის შესაბამისი გაძლიერება“ – მათიკაშვილი
„გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას გარე შესაძლო ჩარევებისგან და, მეორე მხრივ, ის უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების მაღალ ინფორმირებულობას ჩვენ ქვეყანაში ენჯეო სექტორისა და მედიასაშუალებების გავლით შემოდინებული თანხებისა და მათი გახარჯვის შესახებ“, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.
„ამ კანონს აქვს შემდეგი მიზანი – ეს არის, პირველ ყოვლისა, გამჭვირვალობა და გამჭვირვალობიდან გამომდინარე ქვეყნის სუვერენიტეტის შესაბამისი გაძლიერება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.