„კონკრეტულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება, გახდეს ურთიერთობის გადახედვის საფუძველი, თუ მხარდაჭერა გულწრფელია“ – ანრი ოხანაშვილი
„კონკრეტულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება, გახდეს ურთიერთობის გადახედვის საფუძველი, თუ მხარდაჭერა გულწრფელია“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
„პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს. პარტნიორობა და მეგობრობა ნიშნავს, რომ შესაძლებელია, არსებობდეს საკითხები, რომლებზეც გვექნება განსხვავებული აზრი, თუმცა, ეს არ აისახება, ჩვენი მხრიდან არცერთ შემთხვევაში, რაიმე პარტნიორობის შემცირებით, თანამშრომლობისა და მჭიდრო პარტნიორობის შესუსტებით. პირიქით, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.