შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოში ფარულად იხარჯება ევროკავშირის, აშშ-ის ბიუჯეტიდან ფული

„დღეს საქართველოში ფარულად იხარჯება ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფული, ფარულად იხარჯება ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ფული, ისე, რომ ეს ფული რიგ შემთხვევებში მიდის კანონის გვერდის ავლით და კონსტიტუციის დარღვევით პოლიტიკური პარტიების სალაროებში და ისე, რომ ეს ფული ფარულად იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის არცერთმა წარმომადგენელმა, არც აშშ-ის სხვადასხვა ფონდმა ქართველი ხალხის წინაშე ერთი სიტყვაც კი არ თქვა, რომ ისინი მზად არიან, თავად იყვნენ გამჭვირვალენი ხალხის წინაშე.

„ეს გახლავთ საერთაშორისო ვალდებულება ყველა დონორისა და გახლავთ მინიმალური სტანდარტი კეთილსინდისიერებისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები