„მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით“ – სენატორი ჯიმ რიში

ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას, „უცხოური გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით.

როგორც სენატორი წერს, საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯით თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას დაშორდა.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, – აცხადებს სენატორი ჯიმ რიში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები