გივი მიქანაძე: მმართველი გუნდი პასუხისმგებლობიანად უდგება იმ პროცესს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კონტექსტში უმნიშვნელოვანესია

“9 რეკომენდაციის შესრულება გრძელდება, ამის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე კვირაში დაგეგმილი მესამე მოსმენით ცვლილებების შეტანა შესაბამის კანონებში”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესში ოპოზიციის დღის წესრიგი მხოლოდ დესტრუქციულია.

„მმართველი გუნდი პასუხისმგებლობიანად უდგება იმ პროცესს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კონტექსტში უმნიშვნელოვანესია, მაშინ როდესაც პირველივე დღიდან, როცა 12-პუნქტიანი გეგმა დაანონსდა, ოპოზიციის რადიკალური ფრთის დღის წესრიგი არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციული, რომ როგორმე ამ პროცესს ხელი შეუშალონ“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები