ანალენა ბერბოკი – საქართველოს მთავრობას: არასდროს არის კურსის შეცვლა გვიან

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

როგორც ანალენა ბერბოკი წერს, კურსის შეცვლა გვიანი არ არის.

“საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უგულებელყოფს აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის და აშორებს ქვეყანას ევროპისგან. არასდროს არის კურსის შეცვლა გვიან”, – წერს ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები