„სპეკულაციები, რაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყო, ნელ-ნელა ჩაცხრება და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“ – ქადაგიშვილი
პოლიტიკაზე არამართლზომიერი, არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური ზემოქმედების ბერკეტის დაკარგვის ეშინოდა ამ რადიკალურ ოპოზიციას და მათ მფარველებს, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, გამჭვირვალობის კანონი არის ქართული და სუვერენული.
“მთელი რიგი ის სპეკულაციები, რაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყო, ნელ-ნელა ჩაცხრება და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.