თამარ კორძაია: სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში

სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ „ქართული ქარტიის“ სულისკვეთებას, რადგან ჩვენი მიზანია საქართველოს გადარჩენა. საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში“, – აღნიშნა კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები