„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

აქცია, საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრის გარდა, პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც მიმდინარეობს.

პარლამენტის ყველა შესასვლელში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მთელი დღის განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან დილით 10:00 საათიდან შეიკრიბნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები