პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები მობილიზებული არიან პარლამენტის მთლიან პერიმეტრზე. ამასთან, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფია განთავსებული მთავრობის ადმინისტრაციის ეზოშიც.
პარლამენტთან მოწყობილია მონიტორიც, სადაც მომიტინგეები პარლამენტის პლენარულ სხდომას პირდაპირი ეთერის რეჟიმში უყურებენ.
“ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით ისმის სხვადასხვა შეძახილი.
მოქალაქეები ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ. მათი თქმით, კანონი რუსულია და საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.
ამ ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა თავისუფალია. მოქალაქეები საპროტესტო აქციას ამ წუთებშიც უერთდებიან.
ცნობისთვის, პარლამენტი კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მსჯელობს.