სომხეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა
სომხეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, – ამის შესახებ სომხეთის სამაშველო სამსახურის უფროსმა, კამო ცუცულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონებიდან 400-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
მაშველები აგრძელებენ საკვებისა და წყლის მიტანას სოფლებში, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზიანდა.
ინფორმაციისთვის, სომხეთში წყალდიდობა გასულ კვირას, ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.