პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია პოლიცია.

მოქალაქეები ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ. მათი თქმით, კანონი რუსულია და საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

საკანონმდებლო ორგანოსთან კიდევ ერთი აქცია დღეს, 17:00 საათზეა დაგეგმილი.

ცნობისთვის, პარლამენტი კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მსჯელობს.

ფოტო – გიორგი შარიმანაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები