დავით ქართველიშვილი: რადგან მიკაელ როტის თაყვანისმცემლებმა ჩვენი “შეჩვენება” წმინდა წერილზე დაყრდნობით დაიწყეს, ჩვენც შევახსენოთ მათ სახარება
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი “ტაბულას” მიერ გამოქვეყნებულ ბანერს ეხმიანება, რომელზეც ფსალმუნიდან ციტატა წერია: „რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.” ანალიტიკოსი ლუკას სახარებას იხსენებს. „ეშმაკეული, წლობით ავი სულებით შეპყრობილი – სწორედ ფსევდოლიბერალიზმის ტყვეობაში მყოფ საქართველოს შეიძლება შევადაროთ.”- აღნიშნა ქართველიშვილმა. მისი თქმით, როგორც სახარებაში განიკურნა ეშმაკით შერპყრობილი, ასევე განიკურნება საქართველოც.