ირმა ზავრადაშვილი: ვეტოს დადება უკვე შეცდომა იყო, ამიტომ, დაიძლევა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე დადებულ ვეტოს „ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით დაძლევს.

„სალომე ზურაბიშვილს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აქვს ვეტო წარმოდგენილი. ვეტოს დადება უკვე შეცდომა იყო. რაც შეეხება დაძლევას, თუ სამართლებრივად გაინტერესებთ, თვითონ წარმოდგენილი არგუმენტაციაც სისულელეა, ამიტომ, დაიძლევა. რეალურად, სალომე ზურაბიშვილს ვეტო საერთოდ არ უნდა დაედო. {ერთსულოვანი იქნება} ვეტოს დაძლევა.

რაც შეეხება სანქციებს, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, გამთლიანებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ხალხი ოჯახებით და შვილებით სწირავდა თავს და ჩვენ კანონის მიღებაზე პრობლემას რატომ შევქმნით, ეს რატომ წარმოგიდგენიათ. საერთოდ სასაცილოა, როდესაც კანონმდებელს რაიმე ფორმის სასჯელს უწესებ იმისთვის, რომ კანონი თავის ქვეყანაში მიიღო, რომელიც მისი ქვეყნის სუვერენიტეტს ემსახურება“, – განაცხადა ზავრადაშვილმა ,,პალიტრანიუსთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები