ნინო წილოსანი: ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილმა ნეომიშისტური მიმდინარეობა, ვითომ პროევროპულობა დააანონსა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება.
მისი თქმით, ზურაბიშვილმა ნეომიშისტური მიმდინარეობა დააანონსა.
„ფაქტობრივად, ნეომიშისტური მიმდინარეობა დააანონსა, რეპრესიები და ვითომ პროევროპულობა, თუმცა, ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი დადიოდა საზღვარგარეთ და არწმუნებდა ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ გააგრძელა ევროპული სვლა და გააგრძელებს“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.