დავით მათიკაშვილი: ქვეყნის ფიქციურმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედროშე

,,რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტმა, ქვეყნის ფიქციურმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედროშე”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „ქართული ქარტიის“ წარდგენის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის შეთავაზებას მარცხი მოჰყვება.

„ზეპარტიული პრეზიდენტი, როგორც ამას კონსტიტუცია გვეუბნება და ითვალისწინებს, ვალდებულია, არ ჩაერიოს მსგავს პოლიტიკურ პროცესებში. რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტმა, ქვეყნის ფიქციურმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედროშე და ფანჩატურის ფორმატი შესთავაზა მათ, რაც საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს. ასეთ ფორმატს ყოველთვის მკაფიო, გამოკვეთილი მარცხი მოჰყვებოდა ხოლმე და ახლაც იქნება ზუსტად ანალოგიური შედეგი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები