პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით – „რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

აქცია პარლამენტთან იგეგმება პლენარული სხდომის პარალელურადაც, რომელზეც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავენ.

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები