დავით მათიკაშვილი: ამ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლეული იქნება, კანონი შევა ძალაში

რა თქმა უნდა, იქნება ამ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლეული იქნება, კანონი შევა ძალაში და ის აუცილებლად, ერთის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს გარე ჩარევებისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების მაღალ ინფორმირებულობას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი აღნიშნული განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოსა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ამავე ვეტოს განხილვას გამოეხმაურა.

„რეალურად, ეს არის სრული ლუსტრირება როგორც პრეზიდენტის გადაწყვეტილების, ასევე, ზოგადად ამ კანონის წინააღმდეგ არსებული შტურმის. მან ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა იმისა, თუ რატომ იყო მოტივირებული ეს ვეტო.

რა თქმა უნდა, იქნება ამ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლეული იქნება, კანონი შევა ძალაში და ის აუცილებლად, ერთის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს გარე ჩარევებისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების მაღალ ინფორმირებულობას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები