“ქალბატონი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ძალის წიაღში შევიდა, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია” – ირაკლი ჩიქოვანი

ქალბატონი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ძალის წიაღში შევიდა, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„რა გზავნილებიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა, იმის ადგილი იქ არ იყო. ეს არის ფაქტი. თითოეულ ჩვენგანს ჩამოყალიბებული წარმოდგენა გვაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ძალის წიაღში შევიდა, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. სამწუხაროდ, ის ასრულებს იმ დავალებებს, რომელიც მას გააჩნია და ეს დავალებები არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები