საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჰააგის დიდი ტაძრის მთავარი სამრეკლოდან საქართველოს ჰიმნი და ქართული მელოდიები შესრულდა (ვიდეო)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. ჰააგის დიდი ტაძრის ( Grote Kerk Den Haag) მთავარი სამრეკლოდან შესრულდა საქართველოს ჰიმნი და ქართული მელოდიები.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები სოციალურ ქსელში ავრცელებს და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები