ლადო მგალობლიშვილი: ინტენსიურად ვიცავ და დავიცავ საქართველოს დამოუკიდებლობას და ინტერესებს – თუ ამისთვის აშშ ჩემს ხალხს ასანქცირებს, მაშინ თხოვნა მექნება, აუცილებლად შემიყვანონ პატრიოტთა ამ საპატიო რეესტრში

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს ეხმაურება.

„ბოლო დროის განმავლობაში ჩემს ქვეყანას ძალიან უჭირს. ამიტომ, ყველა პლატფორმიდან ინტენსიურად ვიცავ და დავიცავ საქართველოს დამოუკიდებლობას და ინტერესებს. თუ ამისთვის პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები ჩემს ხალხს ასანქცირებს, მაშინ თხოვნა მექნება მათთან – აუცილებლად შემიყვანონ პატრიოტთა, ამ საპატიო რეესტრში“, – აღნიშნავს ლადო მგალობლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები